Imagine all the people living life in peace. Peace through music.

არ მოგატყუებთ და გეტყვით, რომ ამ სიმღერის ტექსტის შინაარსს პირველად 2-3 წლის წინ ჩავუკვირდი. ერთ დღეს, როდესაც Imagine-ის ჯეკ ჯონსონისეულ ქავერ ვერსიას ვუსმენდი,  კომპიუტერთან ვიჯექი და სიმღერის ტექსტს მონიტორზე ვკითხულობდი…  მაჟრიალებდა და ცრემლები მომდიოდა.

დღეს მოვუსმინე იმეჯინს პროექტში Playing For Change და ისევ ცრემლები მომადგა.

იმათთვის, ვინც ოდესღაც დაინტერესებულა ილუმინატებით, ალბათ ისიც გაუგიათ, სინამდვილეში ვინ მოკლა ჯონ ლენონი და ბევრი სხვა ცნობილი ადამიანი, რომლებიც თავისი შემოქმედებით ადამიანის პიროვნულ თავისუფლებას ქადაგებდნენ. ისინი  თავისუფლების ძლიერი ენერგიის მატარებლები და გამავრცელებლები იყვნენ ;ადამიანები, რომლებსაც სხვა ადამიანები დაუჯერებდნენ და გაყვებოდნენ; ერთი სიტყვით, ილუმინატებმა მოკლეს ისინი, ვისაც შეეძლო დაენგრია ილუზია, გამოეფხიზლებინა ადამიანები და ამით “ამ სამყაროს მბრძანებლების” გეგმებიც ჩაეშალა.

“უპირველეს ყოვლისა ცალკეული პიროვნების ძალას უნდა  ვებრძოლოთ , რადგან მასზე საშიში არაფერია . თუ ის ერთი ადამიანი კრეატიულ სულიერ ენერგიას ფლობს, მას  უფრო მეტის მიღწევა შეუძლია , ვიდრე მილიონ ადამიანს ერთად.”

                                                                                             სატანის ახალი აღთქმა

ალბათ ლენონმა ისიც იცოდა, რომ სრული ბედნიერებისა და აბსოლუტური სიმშიდის მოსაპოვებლად და საკუთარი თავისა და ღმერთის საპოვნელად, საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამ – იცხოვრო აქ და ახლა, ანუ იცხოვრო დღევანდელი დღით, რაც 2000 წლის წინ თვინ იესომ გვითხრა.

                                                  “Imagine all the people living for today”

პატარა რომ ვიყავი, იმის  მჯეროდა, რასაც ეკლესიური ადმიანები მეუბნებოდნენ: რომ ეს სიმღერა და ლენონი არის სატანისტური, რომ ამ სიღერაში ლენონი მღერის გლობალიზაციაზე, ეს კი ცუდია და ა.შ.

გავიდა დრო და ვხვდები, რომ ლენონის ამ სიმღერამ უფრო მეტი დადებითი ენერგია დატოვა უფრო მეტი ადამიანის გულში, ვიდრე ასი წლის განმავლობაში დატოვა იმ რელიგიებმა, რომლებიც მას სატანისტობას  აბრალებდნენ,  ამ სიმღერას კი  სატანისტურს და ეშმაკისეულს უწოდებდა.

 Imagine there’s no countries
 It isn’t hard to do
Nothing to kill or die for
And no religion too
Imagine all the people living life in peace

 

რაც უფრო მეტი ადამიანი წარმოიდგენს მხოლოდ სიკეთეს; რაც უფრო მეტი ადამიანი წარმოიდგენს მხოლოდ სინათლეს;  რაც უფრო მეტი ადამიანი წარმოიდგენს მხოლოდ სიყვარულს; რაც უფრო მეტი ადამიანი არ ნახავს იმას, რასაც დღეს ტელევიზია გვაყურებინებს – მით უფრო დიდი შანსია, რომ სინათლე მოეფინება დედამიწას და ასევე პირიქით: რაც უფრო მეტი ადამიანი წარმოიდგენს უარყოფითს, მით უფრო მეტი შანსია, რომ ჩვენ ირგვლივაც მუდამ სიბნელე იქნება.  ალბათ ეს არის ის თავისუფალი ნება, რომელიც ღმერთმა მოგვცა: ჩვენ უნდა ავირჩიოთ, რა გვინდა – სიბნელე თუ სინათლე.

ამიტომაც იმღერა ლენონმა წარმოიდგინეთო.

 მხოლოდ წარმოიდგინეთ და ყველაფერი ახდება!

Advertisements

One response to this post.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: